Top
ონლაინ დახმარება

სოფიო ნუცუბიძე

დირექტორის თანაშემწე.

სოფიო ნუცუბიძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2013 წელს დასაქმდა. მის მოვალეობაში შედის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და შეხვედრების თარგმნა, იურიდიული კლინიკების ფუნქციონირების კოორდინაცია, ანგარიშების მომზადება, თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, ა.შ.

სოფიო ნუცუბიძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს მოსკოვში, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის სამაგისტრო პროგრამაზე – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვის მექანიზმები.

სოფიო ნუცუბიძეს გავლილი აქვს ინტერდისციპლინური კურსი ვენეციის ადამიანის უფლებათა ცენტრში, ასევე ლტოლვილთა სამართლის შესახებ კურსი სანრემოს ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტში. გარდა ამისა, ის სტაჟირებაზე იმყოფებოდა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის მოსკოვის ოფისში.

სოფიო ნუცუბიძე პერიოდულად ესწრებოდა სხვადასხვა ტრენინგს ლტოლვილთა სამართლის, პროექტების მართვის, პრეზენტაციისა და წერის უნარების და სხვა საკითხების შესახებ.

ის ფლობს ინგლისურ, რუსულ, ესპანურ ენებს.