|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| პირველი არხის გადაცემა ”ჩვენი სამართალი”, თემა: იპოთეკური სესხები |
|
| 2011-12-10 |
| 2011 წლის 10 დეკემბერს, პირველი არხის ეთერში გავიდა გადაცემა “ჩვენი სამართალი”, რომელშიც სხვა სტუმრებთან ერთად მონაწილეობა ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა დიმიტრი სამხარაძემ მიიღო. გადაცემა იპითეკური სესხების თემას მიეძღვნა. გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც მაყურებელს იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტების მიერ იპოთეკის თემაზე გაწეული კონსულტაციების შესახებ მოუთხრობს. |
|
|
|
|
|
|
|
| ”მოამბის” სიუჟეტი ონლაინ კონსულტაციების შესახებ |
|
| 2011-11-29 |
| სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურმა ონლაინ კონსულტაციის სერვისი აამოქმედა. |
|
|
|
|
|
|
|
| ”მოამბე” იურიდიული დახმარების სამსახურის შემაჯამებელი კონფერენციის შესახებ |
|
| 2011-11-22 |
| 22 ნოემბერს, თბილისში, სასტუმროში ”ძველი თბილისი”, იურიდიული დახმარების სამსახურმა წლის შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. ღონისძიებას სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებრივი ადვოკატები დაესწრნენ. კონფერენცია ევროკავშირის პროექტის ”კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში ჩატარდა. |
|
|
|
|
|
|
|
| ”რეგიონ-ტვ”-ს სიუჟეტი ონლაინ კონსულტაციის შესახებ |
|
| 2011-11-14 |
| სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურმა ონლაინ კონსულტაციის სერვისი აამოქმედა. |
|
|
|
|
|
|
|
| ”კურიერი” იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ |
|
| 2011-09-09 |
| სიუჟეტი მოგვითხრობს იმერეთის-ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტის თამარ ობოლაძის წარმატებული საქმის, ასევე იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობების შესახებ. |
|
|
|
|
|
|
|
| ”საზოგადოებრივი რადიო - 1”, გადაცემა ”თქვენი უფლებები” |
|
| 2011-08-30 |
| 2011 წლის 30 აგვისტოს, ”საზოგადოებრივი რადიოს” გადაცემამ ”თქვენი უფლებები” იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს ირაკლი კობიძეს უმასპინძლა. ირაკლი კობიძემ ვრცლად ისაუბრა იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობების შესახებ, ასევე პასუხი გასცა გადაცემის მსვლელობისას შემოსულ სატელეფონო ზარებს. |
|
|
|
|
|
|
|
| აჭარის ტელევიზია იურიდიული კლინიკის სტუდენტების იმიტირებული სასამართლო პროცესის შესახებ |
|
| 2011-07-07 |
| 2011 წლის 7 ივლისს, ბათუმში, იურიდიული დახმარების სამსახურის სტაჟიორებმა გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი, რითაც დაასრულეს სტაჟირების ექვსთვიანი პროგრამა, რომელიც იურიდიული კლინიკების პროექტის ფარგლებში გაიარეს. აჭარის ტელევიზიამ ღონისძიებას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. |
|
|
|
|
|
|
|
| ”მოამბის”სიუჟეტი იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ |
|
| 2011-03-15 |
| 2011 წლის 15 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობას სპეციალური სიუჟეტი პირველი არხის საინფორმაციო გადაცემამ ”მოამბემ” მიუძღვნა. ვრცელ სიუჟეტში საუბარი შეეხო საზოგადოებრივი ადვოკატების წარმატებულს საქმეებს და გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის ზრდას. |
|
|
|
|
|
|
|
| მაესტროს ”ახალი ამბების” სიუჟეტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან საზოგადოებრივი ადვოკატების დისკუსიის შესახებ |
|
| 2011-02-04 |
| 2011 წლის 4 თებერვალს, სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა მეიშვილმა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. დიკუსიის მიზანი იყო სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე საზოგადოებრივი ადვოკატების ხელშეწყობა ახალი საპროცესო ნორმების გაანალიზებაში, რაც ადვოკატებს თავიანთი პრაქტიკის დახვეწაში დაეხმარება. |
|
|
|
|
|
|
|
| ”კურიერის” სიუჟეტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან საზოგადოებრივი ადვოკატების დისკუსიის შესახებ |
|
| 2011-02-04 |
| 2011 წლის 4 თებერვალს, სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა მეიშვილმა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. დიკუსიის მიზანი იყო სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე საზოგადოებრივი ადვოკატების ხელშეწყობა ახალი საპროცესო ნორმების გაანალიზებაში, რაც ადვოკატებს თავიანთი პრაქტიკის დახვეწაში დაეხმარება. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|