|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
|
რა არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი?
|
|
|
|
1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან კონკრეტულს პირთა ჯგუფის უფლებებსა და მოვალეობებს.
2. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
3. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
4. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით.
|
|
 |
|
რა ვადაში და სად განიხილება ადმინისტრაციული საჩივარი?
|
|
|
|
1. ადმინისტრაციული საჩივარი განიხილება გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ზემდგომი თანამდებობის პირის ან ზედგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
2. კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
3. დაუშვებელია საჩივრის გახილვაში მონაწიეობა მიიღოს იმ პირმა, რომელიც მონაწილებდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მომზადებასა და გამოცემაში.
4. ადმინისტრაციული საჩივარი განხილული უნდა იქნას ერთი თვის ვადაში.
5. საჩივრის სირთულის შემთხვევაში, მისი განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელებული იქნას არა უმეტეს ერთი თვით, რის შესახებაც უნდა ეცნობოს საჩივრის შემტან პირს.
6. საჩივრის შეტანის მომენტიდან, ჩერდება გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მოქმედება.
7. გასაჩივრების შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი არ ჩერდება, თუ:
- ეს გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანოების ხარჯების ზრდას;
- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი გამოცემულია პოლიციის მიერ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით;
- გამოცემულია საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;
- შეჩერება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერილაურ ზიანს ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და უშიშროებას.
|
|
 |
|
რა შემთხვევაში არ განიხილება საჩივარი?
|
|
|
|
ადმინისტრაციული ორგანო არ განიხიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ:
1. თუ მიმდინარეობს სასამართლო განხილვა ან უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც შეეხება საჩივარი;
2. არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხთან დაკავშირებით;
3. ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს იმავე საჩივრის განხილვა;
4. საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;
5. საჩივარი შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა;
6. გასულია საჩივრის შეტანის ვადა.
|
|
 |
|
როგორ უნდა შევადგინოთ საჩივარი?
|
|
|
|
1. საჩივარი შედგენილი უნდა იქნას წერილობითი ფორმით.
2. საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს:
- ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, სადაც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი;
- საჩივრის შემტანი პირის სახელი, გვარი, საცხოვერებელი მისამართი;
- იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის მიერ მიღებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი საჩივრდება;
- გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის დასახელება;
- მოთხოვნა;
- გარემოებები, რომელიც საფუძვლად ედება საჩივრით დასმულ მოთხოვნას.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|