|
|
|
1. საჯარო ინფორმაციად მიიჩნევა ოფიციალური დოკუმენტი (მაგალითად, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია და ა.შ), რომელიც დაცულია საჯარო დაწესებულებაში, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.
2. საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
|