|
|
|
|
|
|
|
|
| სამოქალაქო დავა არბიტრაჟში |
|
|
 |
|
ვინ შეიძლება იყოს არბიტრაჟის წევრი - არბიტრი?
|
|
|
|
1. არბიტრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი.
2. არბიტრად არ შეიძლება დანიშნული იქნეს:
- ქმედუუნარი და შეზღუდულქმედუნარიანი პირი;
- სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;
- დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი, რომელსაც მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლობა.
|
|
 |
|
ვინ ნიშნავს არბიტრებს?
|
|
|
|
1. არბიტრებს ნიშნავენ მხარეები შეთანხმების საფუძველზე.
2. აუცილებელია პირის წერილობითი თანხმობა მისი არბიტრად დანიშვნის თაობაზე.
|
|
 |
|
რამდენი წევრისაგან უნდა შედგებოდეს არბიტრაჟი?
|
|
|
|
1. არბიტრთა რაოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
2. დავა განსახილველად შესაძლებელია გადაეცეს ერთ არბიტრს.
3. თუ მხარეების მიერ განსაზღვრულ არბიტრთა რაოდენობა ორზე იყოფა, დანიშნული არბიტრები ვალდებულნი არიან 10 დღის ვადაში დანიშნონ კიდევ ერთი არბიტრი.
4. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრთა რაოდენობაზე, მაშინ არბიტრაჟი იქმნება სამი არბიტრის შეადგენლობით.
|
|
 |
|
რამდენ ხანში უნდა განიხილოს არბიტრაჟმა დავა?
|
|
|
|
1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
2. დასაშვებია განხილვის ვადის გაგრძელება არაუმეტეს 180 დღით.
|
|
 |
|
შეიძლება თუ არა არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება?
|
|
|
|
არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების უფლება აქვს სასამართლოს შემდეგ შემთხვევებში:
1. საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე იყო ქმედუუნარო;
2. საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;
3. მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საარბიტრაჟო განხილვებს;
4. არბიტრაჟის გადაწყვეტილება შეეხო იმ საკითხს, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით;
5. არბიტრაჟის შემადგენლობა არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას ან/და კანონის მოთხოვნებს;
6. დავა არ შეიძლებოდა განხილულიყო არბიტრაჟის მიერ;
7. არბიტრაჟის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|