|
|
|
1. პირს, რომელსაც სასამართლომ დააკისრა კონკრეტული ვალდებულებები, ეძლევა შესაძლებლობა ნებაყოფლობით აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება 7 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ჩააბარებს შეტყობინებას.
2. თუ პირი ნებაყოფლობით არ აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას, აღსრულება წარმოებს მისი კუთვნილი მოძრავი და უძრავი ქონებიდან.
3. თუ პირს საერთოდ არ გააჩნია უძრავი ან მოძრავი ქონება, იგი შეიყვანება მოვალეთა რეესტრში და როგორც კი გაუჩნდება მოძრავი ან უძრავი ქონება ან სხვა ტიპის შემოსავალი, მაშინვე დაიწყება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
|