|
 |
|
რა არის კანონით მემკვიდრეობა?
|
|
|
|
კანონით მემკვიდრეობის წესით გარდაცვლილის ქონება მემკვიდრეებზე გადადის იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს გარდაცვლილი პირის ანდერძი მის ქონებასთან დაკავშირებით, ან შედგენილი ანდერძი არ მოიცავს მთლიან ქონებას.
|
|
 |
|
ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრე?
|
|
|
|
1. პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტში;
2. კანონით მემკვიდრეობის დროს მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადებიან;
3. ანდერძის არსებობის შემთხვევაში, მემკვიდრეებად ჩაითვლებიან ასევე ისინი, რომლებიც მამკვიდრებლის სიცოცხლის მომენტში ჩაისახნენ და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა ახალშობილები მისი შვილები არიან თუ არა
4. ანდერძის შესაბამისად მემკვიდრე შეიძლება იყოს იურიდიული პირიც.
|
|
 |
|
კანონით მემკვიდრეობის დროს, როგორ ნაწილდება ქონება მემკვიდრეებს შორის?
|
|
|
|
1. მემკვიდრეთა უფლება მიიღონ სამკვიდრო ქონება დამოკიდებულია მათ რიგზე
2. არსებობს კანონით მემკვიდრეთა ხუთი რიგი:
I. რიგი - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები;
II. რიგი - გარდაცვლილის დები და ძმები;
III. რიგი - ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;
IV. რიგი - ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები;
V. რიგი - ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები;
3. თუ წინა რიგის თუნდაც ერთმა მემკვიდრემ ისარგებლა სამკვიდრო ქონების მიღების უფლებით, მომდევნო რიგის მემკვიდრე ამ უფლებით ვერ ისარგებლებს.
4. ერთი რიგის რამოდენიმე მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში, სამკვიდრო მათ შორის ნაწილდება თანაბრად.
|
|
 |
|
ვინ შეიძლება ჩაითვალოს უღირს მემკვიდრედ?
|
|
|
|
1. უღირს მემკვიდრედ მიიჩნევა პირი, რომელიც ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის მიღებას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ.
2. პირს უღირს მემკვიდრედ ცნობს სასამართლო.
|
|
 |
|
რა უფლება-მოვალეობები აქვს უღირს მემკვიდრეს?
|
|
|
|
1. უღირს მემკვიდრედ გამოცხადებული პირი ვალდებულია მთლიანად დააბრუნოს ქონება, რომელიც მან უღირს მემკვიდრედ ცნობამდე მემკვიდრეობის სახით მიიღო.
2. ერთი მამკვიდრებლის ქონებაზე უღირს მემკვიდრედ ცნობილ პირს უფლება აქვს იყოს სხვა პირის ქონების მემკვიდრე.
|
|
|
|
|