|
 |
|
ვინ შეიძლება იყოს მოწმე?
|
|
|
|
1. მოწმე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფლობს ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმეზე გარემოებების დასადგენად. დაკითხვის წინ მოწმეს აფრთხილებენ ცრუ ჩვენების მიცემის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;
2. არასრულწლოვანი მოწმის სახით იკითხება კანონიერი წარმომადგენლის ან ფსიქოლოგის მონაწილეობით.
|
|
 |
|
მოწმის უფლებები: |
|
|
|
1. იცოდეს, რა ფაქტებთან დაკავშირებით არის გამოძახებული დაკითხვაზე;
2. თუ არ იცის, ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე. თარჯიმნის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს სახელმწიფო;
3. გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;
4. არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს
5. მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;
6. მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.
|
|
 |
|
მოწმის ვალდებულებები:
|
|
|
|
1. გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით;
2. უპასუხოს დასმულ შეკითხვებს;
3. არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ;
4. დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს;
5. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.
|
|
 |
|
მოწმის სახით დაკითხვაზე უარის გაცხადების უფლება აქვს:
|
|
|
|
1. ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში
ადვოკატად მონაწილეობის დროს;
2. ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევის დროს;
3. სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;
4. ბრალდებულის ახლო ნათესავს;
5. სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;
6. საქართველოს პარლამენტის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს;
7. მოსამართლეს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც სასამართლოს თათბირის საიდუმლოებაა;
8. ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
9. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.
10. საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას, თუ იგი არ დათანხმდება, მისცეს ჩვენება.
|
|
 |
|
მოწმედ შეიძლება არ იქნას დაკითხული:
|
|
|
|
1. სამედიცინო მუშაკი, თუ მას პროფესიულად ევალება საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა;
2. ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ ინფორმაცია;
3. პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას;
4. კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი (მის პროფესიულ მოვალეობასთან დაკავშირებით), რომლის საქმიანობაც გასაიდუმლოებულია და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.
|
|
|
|
|