2010 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ, იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭო ჩამოაყალიბა. საბჭო წარმოადგენს სახელმწიფოს ხარჯზე არსებული უფასო სამართლებრივი სისტემის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმს, რომლის ფუნქციებსაც “იურიდიული დახმარების შესახებ” კანონი განსაზღვრავს.
მონიტორინგის საბჭო არის სამეთვალყურეო ორგანო, რომელიც კომპლექტდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პარლამენტის, სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. საბჭო განსაზღვრავს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ამტკიცებს სამსახურის სტრატეგიას, ახორციელებს მონიტორინგს სამსახურის სტრატეგიის შესრულებაზე; გარდა ამისა, სამსახურის ფუნქციონირების დახვეწის მიზნით, დირექტორთან შეთანხმებით შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რომლებსაც განსახილველად მინისტრს წარუდგენს.
საბჭოს წევრებად დაინიშნენ:
მონიტორინგის საბჭომ პირველი სხდომა 2010 წლის 28 დეკემბერს გამართა. საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს მინისტრის მოადგილე, ბატონი ალან პარასტაევი. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, ირაკლი კობიძემ, საბჭოს წარუდგინა ანგარიში 2010 წელს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, დამტკიცდა საბჭოს დებულება და იურიდიული დახმარების სამსახურის 2011 წლის სტრატეგია.
იხილეთ მონიტორინგის საბჭოს დებულება