ჩვენს შესახებ
ნორმატიული აქტებისაინტერესო ფაქტები ისტორიიდანსტრუქტურა და თანამშრომლებიბიუროებისაკონსულტაციო ცენტრებიმოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრიდასაქმება ჩვენთანსტატისტიკადაფინანსებაწლიური ანგარიშებისტრატეგიამონიტორინგის საბჭო
 
 
თქვენ იმყოფებით:  ჩვენს შესახებ დასაქმება ჩვენთან პრაქტიკა
პრაქტიკა

უკვე მეხუთე წელია იურიდიული დახმარების სამსახური, იურიდიული კლინიკების პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანია სამართალმცოდნეობის ფაკულტეტების სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე, იურიდიული დახმარების სამსახურში მაღალკვალიფიციური კადრების რეკრუტირება.

ყოველწლიურად თბილისის, იმერეთის-ქუთაისისა და აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროების ბაზაზე მოქმედ კლინიკებში პრაქტიკას ოცდაათამდე სტუდენტი გადის. სტაჟირების შესაძლებლობა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის, აკაკი წერეთლის სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტებთან არსებული შეთანხმებების თანახმად, ამ უმაღლესი სასწავლებლების სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრანტებს ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ, 2009-2010 წლებში, რამდენიმე წარმატებული პრაქტიკანტი იურიდიული დახმარების სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდა.

იურიდიული კლინიკის პროგრამის მიხედვით, სტაჟიორები, საზოგადოებრივი ადვოკატების ხელმძღვანელობით, რეალურ კლიენტებს ხვდებიან და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტებსაც ამზადებენ. გარდა ამისა, მათ სასამართლოს, პროკურატურის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და სხვა ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის საშუალებაც ეძლევათ. პროგრამის დასკვნით ფაზაზე სტუდენტები აწყობენ იმიტირებულ სასამართლო პროცესს, რაც ხელს უწყობს პრაქტიკანტებს, წარმოაჩინონ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, სამართლებრივ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება და თეორიული ცოდნა.