იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურმა ჯგუფმა დღეს გასვლითი კონსულტაცია გარდაბანში განახორციელა. საზოგადოებრივი ადვოკატები კომპაქტურად მცხოვრებ ასირიელებსა და აზერნაიჯანელებს შეხვდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ახალი ინიციატივა ქვემო ქართლში”.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს მემკვიდრეობასთან, პენსიასთან, სოციალურ დახმარებასთან, მიწის ნაკვეთის პრივატიზაციისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტებიც დაურიგდა.
იურიდიული დახმარების მობილური ჯგუფი გადაადგილდება აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსით, რათა მოქალაქეებმა იურისტებთან გასაუბრება კომფორტულ პირობებში შეძლონ.
სერვისით სარგებლობა მარტივია. საკმარისია იურიდიული დახმარების სამსახურს განცხადებით მიმართოს 10-მა მოქალაქემ, რათა მობილური ჯგუფი გაემგზავროს იმ კონკრეტული დასახლებული პუნქტის მოსახლეობის დასახმარებლად.
საქართველოს მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო და 4 საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს. უფასო სამართლებრივი კონსულტაციით სარგებლობა შესაძლებელია ასევე საზოგადოებრივ მისაღებში, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მოქმედებს.
მობილური ჯგუფის სერვისი მეტ სარგებელს მოუტანს ხალხს, ვინც ბიუროებში მისვლას ვერ ახერხებს. დამატებითი სერვისის სახით მოქმედებს ონლაინ კონსულტაციაც.
|