|
|
|
1. პირს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარება ენიშნება ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმართვის საფუძველზე, მოსამართლის ბრძანებით.
2. სასამართლოს მიმართვასთან ერთად წარედგინება ექიმ-ფსიაქიატრთა კომისიის დასკვნა და სხვა დოკუმენტები იმ პირთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა დაენიშნოს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარება.
3. სასამართლო პირის მიმართ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გამოყენების საკითხს განიხილავს მიმართვის შესვლიდან 24 საათში, დახურულ სასამართლო სხდომაზე.
4. პაციენტის/მსჯავრდებულის ადვოკატის მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე სავალდებულოა. თუ პაციენტს/მსჯავრდებულს არ აქვს ადვოკატის მოწვევის საშუალება, სასამართლო მას დაუნიშნავს ადვოკატს სახელმწიფოს ხარჯზე.
|