|
|
|
1. ადვოკატის ყოლის უფლება;
2. დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება;
3. დაკავების ან დაპატიმრებისთანავე მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და მიიღოს შესაბამისი წერილობითი დასკვნა.
4. დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით, სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება, რაც გულისხმობს:
• მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულებები;
• მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც მისთვის სასარგებლო იქნება;
• მონაწილეობა მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;
5. მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;
6. ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე, თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სახელმწიფო ენა ან აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც თარჯიმნის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს;
7. დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში თავისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი და ადგილსამყოფელი, თავისი მდგომარეობა;
8. მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
9. გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ასევე უსასყიდლოდ მიიღოს მათი ასლები;
10. მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში;
11. გაასაჩივროს გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს გადაწყვეტილებები;
12. ბრალდებულს უფლება აქვს არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში ან მისი საქმის სასამართლო განხილვაში.
|